სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

18 და 20 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით,  მოსამართლეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:  მოზარდთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები. დამცავი და რისკ-ფაქტორები;  ბავშვის ფსიქო სოციალური და მორალური განვითარების ეტაპები. მორალური დილემა;  ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვანის ქცევაზე;  ბაზისური წარმოდგენები ბავშვზე ძალადობის შესახებ. ძალადობა ოჯახში;  ბავშვის  განვითარების მახასიათებლები - შესაძლებლობები და შეზღუდვები;  დაზარალებული/მოწმე ბავშვის გამოკითხვის თავისებურებები -  რა არის NICHD პროტოკოლი : სტრუქტურა, განმარტებები ეფექტური,  “სარისკო“ და მიუღებელი კითხვების შესახებ;  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დეტალური მიმოხილვა და სხვა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ხელვჩაურის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ცაგერის, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, მცხეთის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI