სიახლეები


გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულები

გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულები

მიმდინარე წლის 1 და 2 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულები“  გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: ეროვნული კანომდებლობის მიმოხილვა  და პრობლემატური საკითხები;                      საერთაშორისო კანომდებლობის მიმოხილვა;  სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები; საერთაშორისო კონვენციები და მექანიზმები;  გენდერული ნიშნით ძალადობა ;  ოჯახური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, ადევნება და ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა;

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, გორის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI