სიახლეები


სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

მიმდინარე წლის 15 და 16 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები  როგორებიცაა: განსჯადობის პრობლემები სამოქალაქო  დავათა  სამართალწარმოებაში ; მოსარჩელის ეტაპი რელაციის პრინციპები --  სარჩელის სახეები და დასაშვებობის წინაპირობები; სარჩელის უზრუნველყოფა; მოპასუხის სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა ინფორმირებულობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: სამტრედიის, ხაშურის, გორის, მცხეთის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI