მიმდინარე წლის 22 და 23 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდენენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის, ფორმის განსაზღვრის თავისუფლება და მისი შეზღუდვა; ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე; უფლების ბოროტად გამოყენება (შიკანა); კრედიტორთა და მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში; სოლიდარული კრედიტორები; სოლიდარული მოვალეები; ხელშეკრულებიდან გასვლა, შეწყვეტა; ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი; ნომინალიზაციის პრინციპი და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო; სამტრედიის, ხაშურის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.