მიმდინარე წლის 15 და 16 მარტს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ეროვნული კანონმდებლობა --- თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა; შეზღუდული შესთანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამართლებრივი პროცედურის დროს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაკტიკის განხილვა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სამტრედიის, ახალციხის, გორის, მცხეთის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.