სიახლეები


საგადასახადო  დავების პრობლემური საკითხები

საგადასახადო დავების პრობლემური საკითხები

მიმდინარე წლის 15 მარტს მოსამართლებისთვის, ხოლო 16 მარტს სასამართლოს მოხელეებისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ტრენინგი თემაზე: „საგადასახადო დავების პრობლემური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნორმების (ინსტიტუტების) ანალიზი; დაბეგვრის ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სტანდარტები; საგადასახადო (საბაჟო) სამართალდარღვევები; სხვა აქტუალური (მათ შორის - პროცესუალური და მონაწილეთაგან წამოჭრილი) საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთიასისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ხაშურის, გურჯაანის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI