24, 25 და 26 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, სასამართლოს მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნები, პრნციპები; პროცესის მონაწილე მხარეები; არასრულწლოვანთა მრთლმსაჯუელბა-კანონთან კონფლიკტში მყოფი არასრულწლოვნები; კანონთან კონფლიკტში მყოფი არასრულწლოვნები და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი; მოზარდთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები; დამცავი და რისკ-ფაქტორები; ბავშვის ფსიქო- სოციალური და მორალური განვითარების ეტაპები და სხვა.
ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ფოთისა და რუსთავის საქალაქო, სენაკის, ზესტაფონის, საჩხერის, ახალქალაქისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.