სიახლეები


გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში

გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში

29 და 30 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გადაწყვეტილების მიღება და დასაბუთება  რელაციის პრინციპებით პირველი ინსტანციის  სასამართლოსთვის. რელაციის მეთოდის ეტაპები: მოსარჩელის სტადი; აღსრულებადი სასარჩელო მოთხოვნა;  სარჩელის დასაშვებობა;  სარჩელის უზრუნველყოფა;  მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და ამ  ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტობრივი გარემოებები;  მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციის ელემენტების შეფასება; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების სტრუქტურა და დასაბუთება; სააპალაციო  სასამართლოს გადაწყვეტილების სტრუქტურა და დასაბუთება  და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპალაციო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის საქალაქო, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI