მიმდინარე წლის 5 და 6 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები - ზოგადი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო/ევროპული სტანდარტების გამოყენება ეროვნული მოსამართლისათვის ; კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი: პირადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; სქესობრივი ცხოვრება; შვილად აყვანა და მეურვეობა; ძალადობა ოჯახში; გარემო; სექსუალური ორიენტაცია; დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები; გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო; სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.