სიახლეები


გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

მიმდინარე წლის 24 და 25 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში;გამოხატვის თავის უფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები;  გამოხატვის თავისუფლება მედიის სფეროში; ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების გამოხატვის თავისუფლება მანიფესტაციებისა და სხვა კრიზისული ვითარების დროს; მართლმსაჯულების კრიტიკის ფარგლები; მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება; საქართველოსთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ მე-10 მუხლზე მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებების მიმოხილვა და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილსის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI