სიახლეები


ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები

ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები

მიმდინარე წლის 31 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებისთვის ტრენინგი თემაზე: „ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:  ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებული საერთაშორისო მექანიზმის ზოგადი მიმოხილვა;ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“;  ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება ; ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში  სასამართლოს თანამშრომელთა  როლის ახსნა და მანდატურების ქცევის წესის სტანდარტი;  პროფესიული სტრესი და მისი მართვა.      

ტრენინგი განკუთვნილია სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის   და მისი მიზანია აღჭურვოს ისინი შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რათა შემდგომ მათ უკეთ   მოახდინონ თავიანთი ფუნქციების შესრულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI