მიმდინარე წლის 31 მაისს და 1 ივნისს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 წლის კონვენცია“ გაიმართა.
სემინარს უძღვბოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“; ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაცია, ცვლილებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პროცესში ჩართული სუბიექტები; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულება და ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი; ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე დაწყებული საქმეების განხილვის თავისებურებები,საქმის მომზადება და მართვა; სამართალწარმოების პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.