31 მაისს და 1 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სასამართლოში“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობა საერთაშორისო აქტებისა და რეკომენდაციების მიხედვით (სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ჭრილში); გადაწყვეტილების დასაბუთება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა; გადაწყვეტილების დასაბუთება (უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი); უზენაესი სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებათა ანალიზი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალქო, ხაშურის, გორის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.