მიმდინარე წლის 7 და 8 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამემკვოდრეო სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
აღნიშნულ სემინარზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: მემკვიდრეობითი სამართალურთიერთობის სუბიექტები; უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობით-სამართლებრივი სანქციები; სამკვიდროს გახსნა და სამკვიდროს მიღების ფორმალური და არაფორმალური საშუალებები; სამკვიდროს მიღების ვადების აღდგენა; ანდერძით მემკვიდრეობა; სავალდებულო წილის მემკვიდრეობის სუბიექტები; უპირატესი მემკვიდრეობის უფლება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.