მიმდინარე წლის 14 და 15 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ლტოლვილთა სამართალი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ინსტრუმენტები; თავშესაფრის უფლება და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია; გაეროს ლტოლვილთა გლობალური კომპაქტია; ევროკავშირის პაქტი მიგრაციისა და თავშესაფარის შესახებ_ განახლებული სტანდარტები ევროკავშირში; ლტოლვილთა სტატუსის სამართლებრივი განსაზღვრება; ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და კონცეფციები და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამრთლეება და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდისის, ცაგერის, საჩხერისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.