სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

მიმდინარე წლის 21 და 22 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“  გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში  მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩო (კონვენციები: გაეროს; ევროსაბჭოს; ეუთოს კომიტეტები და კომისების ანგარიშები/რეკომენდაციები); საქართველოს კანონმდებლობა (კონსტიტუცია, სსკ კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ და სხვა); სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის  გამოძიებასთან დაკავშირებული თავისებურებანი და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ცაგერის, საჩხერის, გორის, გურჯაანისა და სღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI