სიახლეები


დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა

დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა

21 და 22 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა’’ გაიმართა.

სემინარს  უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ზოგადი მიმოხილვა; დისკრიმინაციის არსი, არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა; კანონის მოქმედების სფერო და დისკრიმინაციის ფორმები: პირდაპირი, ირიბი, ვიქტიმიზაცის, ასოციაციით დისკრიმინაცია და ა.შ, დისკრიმინაციის წახალისება, უარი გონივრულ მისადაგებაზე და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI