მიმდინარე წლის 5 და 6 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია(UNCATOC/პალერმოს კონვენცია) და ორი დამატებითი ოქმის მიხედვით; საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში 344.i მუხლით გამოტანილი განაჩენი; განაჩენის წარმატებით გამოტანასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და სასამართლოს როლი; საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის იდენტიფიცირება; არალეგალური მიგრაციის ძირითადი განმასხვავებელი ელემენტები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგისგან) და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპალაციო, თბილსის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.