მიმდინარე წლის 12 და 13 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული)“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოასამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება - სამოქალაქო საქმეებზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი - აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ოქმი 1, მუხლი 1 -საკუთრების უფლება; ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციის მე8 მუხლი- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე-10 მუხლი -გამოხატვის თავისუფლება და მე-11 მუხლი -შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონის, საჩხერის, ახალციხისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.