მიმდინარე წლის 26 და 27 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მოზარდთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები; დამცავი და რისკ-ფაქტორები; ბავშვის ფსიქო სოციალური და მორალური განვითარების ეტაპები; ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვანის ქცევაზე; ბაზისური წარმოდგენები ბავშვზე ძალადობის შესახებ; ძალადობა ოჯახში; ბავშვის განვითარების მახასიათებლები; დაზარალებული/მოწმე ბავშვის გამოკითხვის თავისებურებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დეტალური მიმოხილვა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა: ქუთაისისა და ფოთის საქალაქო, სენაკის, გორის, ბოლნისისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.