მიმდინარე წლის 3, 9 და 10 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი(სამართლებრივი, ფსიქოლოგიისა და სოც. მუშაკის ნაწილი)
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები; ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვის უფლებები სამოქალაქოკანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა; ბავშვის უფლებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა, ფსიქოლოგის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ბავშვის მონაწილეობით და ადმინისტრაციულ წარმოებაში. ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებში ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები. სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისისა და ფოთის საქალაქო, სენაკის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.