მიმდინარე წლის 11 და 12 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეება განიხილეს საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის და მისი სხვადასხვა გამოვლინების განმარტება; ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი პოზიციის განხილვა; ოჯახში ძალადობის ბავშვებზე გავლენის შეჯამება; ქალებზე ძალადობა; ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მოსამართლის როლის ახსნა, განსაკუთრებით საქმის მართვასა და სასჯელთან დაკავშირებით; მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მასალების და ზრდასრულთა ტრენინგის მეთოდოლოგიის იდენტიფიცირება ამ საკითხებზე ტრენინგების ჩასატარებლად და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის საქალაქო, ახალციხისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.