19 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მანდატურებისთვის ტრენინგი თემაზე: „ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებული საერთაშორისო მექანიზმის ზოგადი მიმოხილვა; ეროვნული კანონმდებლობა; ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება ; ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში სასამართლოს თანამშრომელთა როლის ახსნა და მანდატურების ქცევის წესის სტანდარტი და სხვა.
შეხვედრაში მინაწილეობა მიიღეს სასამართლოს მანდატურებმა: თბილისის სააპელაციო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.