მიმდინარე წლის 18 და 19 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ გაიმართა.
სემინარს უღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეტაპები და მეთოდები; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირება; კანონმდებლობის მიმოხილვა (ტრეფიკინგის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა); სისხლის სამართლის პროცესებისადმი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები; საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალციხის, საჩხერის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.