1 და 2 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: რეკომენდაციები განაჩენთა ფორმებსა და დასაბუთებულობაზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) განაჩენთა დასაბუთების ჭრილში; ეროვნული სასამართლოების განაჩენების შედგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები და მტკიცებულებათა განაჩენში ასახვის თავისებურებანი; სასჯელის დასაბუთების ძირითადი ასპექტები და ევროპული კონვენციის სტანდარტები; ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები განაჩენთა სტილისტიკურ გამართულობაზე და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი განაჩენთა დასაბუთების კონტექსტში.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.