სიახლეები


კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

მიმდინარე წლის 1 და 2 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის  ტრენინგი თემაზე: „კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: პერსონალური მონაცემების დაცვა და ინფორმაციის დამუშავება; მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული სამართლის (ევროპული კავშირისა და ევროპის საბჭოს) კონტექსტი და საფუძვლები; მონაცემთა დაცვის უფლების მაწონასწორებელი უფლებები;  მართლზომიერი ჩარევის საფუძვლები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით; პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული სისტემა (მონაცემთა დამუშავების პრინციპები და წესები, მონაცემთა უსაფრთხოება და ა.შ.) და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI