მიმდინარე წლის 8, 9 და 15 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველის მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები; ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვის უფლებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა; ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში (ბავშვის მონაწილეობით) და ადმინისტრაციულ წარმოებაში; ბავშვის საჭიროებები და მშობელთან/ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2025 წლის პროგრამით იყო გათვალისწინებული.