სიახლეები


დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

მიმდინარე წლის 8, 9 და 15 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილოებით საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ჯგუფური სავარჯიშოების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები და ეროვნული კანონმდებლობა; მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებები; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური  საჭიროებების მქონე ბავშვები;  ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება;  ბავშვების დაკითხვა/გამოკითხვის პროცესის გაუმჯობესების გზები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზესტაფონისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2025 წლის პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI