მიმდინარე წლის 15 და 16 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ფულის გათეთრება და ფულის გათეთრებიდან მიღებული შემოსავლები; შესაბამისი ეროვნული ჩარჩო და მტკიცებულებების არსებობა; ტერორიზმის დაფინანსება; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის საქალაქო, ცაგერის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2025 წლის პროგრამით იყო გათვალისწინებული.