მიმდინარე წლის 6 და 7 დეკემბერს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინი თემაზე: „მართლმსაჯულების ხელშეწყობა თანასწორობის გზით“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
მონაწილეებმა დისკუსიისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვის ფარგლებში გაანალიზეს შემდეგი საკითხები: სქესობრივი ნიშნით უთანასწორობის შედეგები - კვლევების მიმოხილვა, დამოკიდებულებები და რეალური სტატისტიკა. სქესის ნიშნით სტერეოტიპები; ჩაგვრის სახეები. სექსიზმი; პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია - სასამართლო გადწყვეტილებები; ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა; საერთაშორისო კონვენციები და მექანიზმები; სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები; CEDAW კონვენცია, ზოგადი რეკომენდაციები და სასამართლო პრაქტიკა; სამართლიანი სასამართლოს უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და დისკრიმინაცია და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ბათუმის საქალაქო, სენაკის, გორის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.