მიმდინარე წლის 13 და 14 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთის ტრენინგი თემაზე: „მოსამართლის პროფესიული უნარები (მიკერძოება, კომუნიკაცია)“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და პარაქტიკული მაგალითების განხილვის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მიკერძოების შესახებ (კოგნიტიური მიკერძოებები, წინასწარგანწყობები, პრეფერენციები მოსამართლის საქმიანობაში და მათთან გამკლავება, აზროვნების მართვა); პარქტიკული მაგალითების განხილვა რეალური პროცესებიდან; რელიგიური მიკერძოება; ეროვნული მიკერძოება; აგრესიული მხარე; გენდერის საფუძველზე მიკერძოება; ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული მიკერძოება; კომუნიკაციის უნარების შესახებ (ეფექტური და არაეფექტური კომუნიკაცია, გამომწვევი მიზეზები, დარბაზის მართვა, ემოციებთან გამკლავება, მოწყვლადი ადამიანები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა) და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსმართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, სენაკის, საჩხერის, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.