მიმდინარე წლის 20 და 21 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა და საერთაშორისო სტანდარტები; დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები; მოსამართლის დამოუკიდებლობა; დისციპლინური გადაცდომა და სამართლებრივი შეცდომა (ზოგადი დებულებები); მოსამართლის მიუკერძოებლობა; მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება; მოსამართლეთა მიერ სოციალური მედიის გამოყენება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, სენაკის, ცაგერის, ამბროლაურის, ზესტაფონის, საჩხერის, ახალციხის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისის, სღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.