მიმდინარე წლის 27 და 28 დეკემბერს, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ონლაინ რეჟიმში ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეება განიხილეს შემეგი საკითხები: მოზარდთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები. დამცავი და რისკ-ფაქტორები; ბავშვის ფსიქო სოციალური და მორალური განვითარების ეტაპები. მორალური დილემა. ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვანის ქცევაზე; ბაზისური წარმოდგენები ბავშვზე ძალადობის შესახებ. ძალადობა ოჯახში; დაზარალებული/მოწმე ბავშვის გამოკითხვის თავისებურებები - რა არის NICHD პროტოკოლი : სტრუქტურა, განმარტებები ეფექტური, “სარისკო“ და მიუღებელი კითხვების შესახებ; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დეტალური მიმოხილვა და დისკუსია და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები თბილისის საქალაქო სასამართლოდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.