სიახლეები


დაზარალებულის უფლებები და კომპენსაციის გადახდის საფუძვლები სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით

დაზარალებულის უფლებები და კომპენსაციის გადახდის საფუძვლები სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით

მიმდინარე წლის 14 და 15 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დაზარალებულის უფლებები და კომპენსაციის გადახდის საფუძველი სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის და პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის საფუძვლები და კანონის მიზნები; სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული  დელიქტი; დელიქტის ფორმები; დაზარალებულის სტატუსი ადამიანი უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით; სტრასბურგის გადაწყევეტილებები დაზარალებულის უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით;  სამართლიანი სასამართლოს უფლება; კომპენსაციის დაკისრებისთვის საჭირო დელიქტის განსაზღვრა; სარჩელის ფორმა; სარჩელის წარდგენის ეტაპი; მართლმსაჯულების პროცესში კანონის აღსრულების პრაქტიკული ასპექტები; დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI