სიახლეები


სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

მიმდინარე წლის 21 და 22 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო სმართალწარმოების აქტუალური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

ბრეინშტორმინგის, სასამართლო პრატიკის,  პრობლემის გადაჭრის ხედვაზე დისკუსის ფარგლებში  ფასილიტატორის ხელმძღვანელობით მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: განსჯადობის პრობლემები სამოქალაქო  დავათა გადაჭრაში;  მოსარჩელის ეტაპი რელაციის პრინციპები --  სარჩელის სახეები და დასაშვებობის წინაპირობები;  სარჩელის უზრუნველყოფა; მოპასუხის ეტაპი რელაციის პრინციპები  --- შესაგებელი;  სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა ინფორმირებულობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო; თბილისის და რუსთავის საქალაქო;  სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის; სამტრედიის; გორის, ბოლნისისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI