21 და 22 თებერვალს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებითვის ტრენინგი თემაზე: „საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: მტკიცებულების ცნება, მტკიცებულების მოპოვება/შეფასება; არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები; ირიბი ჩვენების გამოყენების სტანდარტი ბრალდებულის პირველი წარდგენის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომაზე; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი; გადაუდებელი აუცილებლობის სტანდარტი; ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა გამოძიების ეტაპზე; წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა; აქტუალური საკითხები - საერთო სასამართლოების პრაქტიკა და სხვა.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, გორის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული საასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.