სიახლეები


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები

მიმდინარე წლის 21 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი ექსპერტი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის და ინტერაქციის მნიშვნელობა, არსებული სირთულეების იდენტიფიკაცია. სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები; აქტივობა- ,, იარლიყის მიკვრა და სტიგმა შშმ პირებთან მიმართებით“; გავრცელებული დარღვევების ტიპები და მათი გამოვლინებები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთან კომუნიკაციის სპეციფიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; დაკითხვასთან დაკავშირებული საკითხები; სასამართლო პროცესზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა- ზოგადი წესები და რეკომენდაციები.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI