სიახლეები


წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

მიმდინარე წლის 28 და 29 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: არაადამიანური მოპყრობა, არასათანადო მოპყრობა და ოჯახში/სექსუალური ძალადობა; წამების აკრძალვა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, წამების აკრძალვა და პენიტენციური დაწესებულებები; მტკიცებულებების მოპოვება, ექსტრადიცია, დეპორტაციასა და გაძევებასთან დაკავშირებული სტანდარტები; წამების აკრძალვა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, კანონმდებლობა და სასამართლოს როლი წამების აკრძალვის სფეროში; ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანალიზი და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სენაკის, ხაშურის, მცხეთის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI