მიმდინარე წლის 18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობა; არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება; ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; სამედიცინო და სოციალური მოდელები; ეროვნული კანონმდებლობა - თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა; თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალციხის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.