18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; ეროვნული კანონმდებლობა; მტკიცების სტანდარტები, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა; ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის მნიშვნელოვანი განმარტებები ოჯახში ძალადობის საქმეებზე; აღკვეთისა და სასჯელის გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები და კომპენსაციის მექანიზმები, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ახალციხის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.