მიმდინარე წლის 25-26 აპრილსა და 2 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
პრაქტიკული სავარჯიშოების ჯგუფებში განხილვის დროს აქცენტი გაკეთდა შემდეგ თემებზე: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობა მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებები ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დაზარალებული ბავშვი; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.