სიახლეები


გადაწყვეტილების დასაბუთება რელაციის პრინციპებით სამოქალაქო სამართალში

გადაწყვეტილების დასაბუთება რელაციის პრინციპებით სამოქალაქო სამართალში

მიმდინარე წლის 2 და 3 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება რელაციის პრინციპებით სამოქალაქო სამართალში“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გადაწყვეტილების მიღება და დასაბუთება  რელაციის პრინციპებით პირველი ინსტანციის  სასამართლოსთვის;  მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და ამ  ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტობრივი გარემოებები;  ფაქტების მითითება რომელიც ესადაგება  ნორმის დისპოზიციის ელემენტებს და მათი  შეფასება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;  მარტივი და კვალიფიციური შესაგებელი და მისი დასაშვებობა; შესაგებლის შემოწმების შედეგები;  მტკიცების სტადია: მითითების ტვირთი და  მტკიცების ტვირთი; პირველი ინსტანციის  სასამართლოს გადაწყვეტილების სტრუქტურა და დასაბუთება;  გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი; გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზუგდიდის,  ხაშურის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI