მიმდინარე წლის 9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმარათა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე; ინფორმირების და განმარტების ვალდებულება და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა; ხელშეკრულების ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობები; კრედიტორთა და მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში; სოლიდარული კრედიტორები; ვალდებულების შესრულება; არასრულწლოვანის ქონების განკარგვა და მონიტორინგი და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.