9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე“გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის აქტუალური საკითხები; უზენაესი სასამართლოს განმარტებები და პრობლემატური საკითხები; დანაშაულები სიცოცხლის წინააღმდეგ;
დანაშაულები ჯანმრთელობის წინააღმდეგ; სქესობრივი დანაშაულები; ოჯახური ძალადობა; ეკონომიური დანაშაულები; დანაშაულები საზოგადოებრივი უშიშროების წინაღმდეგ და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.