23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება განაჩენთა დასაბუთების ჭრილში); მტკიცების ტვირთი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ეროვნული სასამართლოების განაჩენების შედგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები და მტკიცებულებათა განაჩენში ასახვის თავისებურებანი; სასჯელის დასაბუთება - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები განაჩენთა სტილისტიკურ გამართულობაზე და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის,საჩხერის, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.