სიახლეები


საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საკითხები

საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საკითხები

მიმდინარე წლის 6 და 7 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საქართველოში ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ფულის გათეთრება და ფულის გათეთრებიდან მიღებული შემოსავლები; მტკიცებულებების არსებობა;  ეროვნული ჩარჩო - ფულის გათეთრება;   საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა;  ტერორიზმის დაფინანსება; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები  და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზუგდიდის, სენაკის, ზესტაფონის, საჩხერის, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI