მიმდინარე წლის 13 და 14 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამემკვიდრეო სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მემკვიდრეობითი სამართალურთიერთობის სუბიექტები; უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობით-სამართლებრივი სანქციები; სამკვიდროს გახსნა და სამკვიდროს მიღების ფორმალური და არაფორმალური საშუალებები; ანდერძის გაუქმება, შეცვლა და ძალადაკარგულად აღიარება; სავალდებულო წილის მემკვიდრეობის სუბიექტები; უპირატესი მემკვიდრეობის უფლება; მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის კრედიტორთა წინაშე და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.