სიახლეები


„ ჰააგის 1996 და 1980 წლის კონვენცია “.

„ ჰააგის 1996 და 1980 წლის კონვენცია “.

20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 კონვენცია“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებსი მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის ობიექტი, მიზნები, პრინციპები და რეგულირების სფერო; ჰააგის 1980 წლის კონვენციის  იმპლემენტაცია, ცვლილებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პროცესში ჩართული სუბიექტები; ბავშვის  გადაადგილების არამართლზომიერების   დადგენა; ბავშვის   დაკავების არამართლზომიერების დადგენა;  არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული  ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულება; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული  ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულების გამონაკლისი შემთხვევები და  ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე დაწყებული საქმეების განხილვის თავისებურებები, საქმის  მომზადება და მართვა; სამართალწარმოების პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდის და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI