მიმდინარე წლის 20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია(UNCATOC/პალერმოს კონვენცია); ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო; საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოში 344.i მუხლით გამოტანილი განაჩენი; განაჩენის წარმატებით გამოტანასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და სასამართლოს როლი; საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის გამოძიება; საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის იდენტიფიცირება; არალეგალური მიგრაციის ძირითადი განმასხვავებელი ელემენტები ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) და უწყებათაშორისი კოორდინაცია საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და ბათუმის საქალაქო, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.