სიახლეები


დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, უმცირესობების უფლებები

დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, უმცირესობების უფლებები

მიმდინარე  წლის 27 და 28 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, უმცირესობების უფლებები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე მუხლი და 12-ე დამატებითი ოქმი; ევროკავშირის მართალმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა; დისკრიმინაციის არსი. არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა. სპეციალური ღონისძიებები და პრივილეგიები;  დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოება და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა ინტეგრაცია ეროვნულ  სასამართლო პრატიკაში;  სტამბულის კონვენცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებები;  შევიწროება vs. სექსუალური შევიწროება - დისკრიმინაციის განსაკუთრებული ფორმა და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI